Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა ტაჯიკეთში


შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა ტაჯიკეთში. რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დაახლოებით 2000 სამხედრო მონაწილეობს წვრთნაში. ოფიციალური წყაროების თანახმად, ოპერაციის მიმდინარეობისას ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტექნიკაზე გამახვილდება. სამხედრო წვრთნა ტაჯიკეთში 14 ივნისამდე გაგრძელდება. შანხაის ორგანიზაციის მეექვსე წევრმა - უზბეკეთმა უარი განაცხადა ტაჯიკეთში თავისი სამხედროების გაგზავნაზე.
XS
SM
MD
LG