Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”იუნისეფი” - პნევმონია და დიარეა ბავშვთა სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზებია


”იუნისეფის” ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზები პნევმონია და დიარეაა. ამის გამო წელიწადში 2 მილიონზე მეტი ბავშვი კვდება. 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის ერთ მეოთხედზე მეტიც პნევმონიითა და დიარეით არის გამოწვეული. ორივე დაავადების გავრცელების უმთვრესი ფაქტორი სიღარიბეა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით პაკისტანში, ინდოეთში და საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებშია. ”იუნისეფის” შეფასებით, სიკვდილის შემთხვევების თითქმის 90% გამოწვეულია უსაფრთხო წყლის დეფიციტითა და ჰიგიენის დაუცველობით. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეიძლება ისეთი მარტივი მოქმედებითაც კი, როგორიც საპნითა და წყლით ხელის დაბანაა.
XS
SM
MD
LG