Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფა აცხადებს, რომ შეიტყო პოლონეთში რასისტული გამოხდომების შესახებ


ევროპის საფეხბურთო ფედერაცია უეფა-ს განცხადებით, მას შეატყობინეს რასისტული გამოხდომების შესახებ, რომლებიც მოხდა პოლონეთში, ნიდერლანდის გუნდის საწვრთნელი ვარჯიშის დროს. უეფა-ს ეს განცხადება გავრცელდა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. უეფა-ს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ნიდერლანდის ეროვნულ ნაკრებს არ შეუტანია ოფიციალური საჩივარი რასისტსულ გამოხდომებთან დაკავშირებით. დღეს უფრო ადრე, ნიდერლანდის ნაკრების კაპიტანმა, მარკ ვან ბრომელმა თქვა, რომ ოთხშაბათს კრაკოვში ჩატარებული ღია ვარჯიშის დროს მაყურებლებს შორის მყოფმა რამდენიმე პირმა მაიმუნზე მიმანიშნებელი ხმებით გამოაჯავრა შავკანიანი ფეხბურთელები. ინციდენტმა ისევ გაამწვავა შეშფოთება პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობაში რასისზმის შესაძლო გამოვლინებების გამო. ჩემპიონატი დღეს იწყება ვარშავაში, პოლონეთისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდების მატჩით.
XS
SM
MD
LG