Accessibility links

logo-print

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ექვსი შეიარაღებული პირი


დაღესტნიდან გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ექვსი ექსტრემისტი. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ არის. როგორც იუწყებიან, დაღესტნის ქალაქ იუჟნო-სუხოკუმსკში პარასკევს დილას დაწყებული ოპერაციისას, შეიარაღებული პირები გამოკეტეს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში. იარაღის დაყარაზე მათს უარს მოჰყვა ურთიერთსროლა, რომლის შედეგადაც ექსტრემისტები დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG