Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი განმარტებას სთხოვს მაიკლ მაკფოლს, პრეზიდენტის მოსყიდვის შესახებ განცხადების გამო


ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა რუსეთში აშშ-ის ელჩს, მაიკლ მაკფოლს სთხოვს, განმარტოს თავისი განცხადება, რომ 2009 რუსმა ოფიციალურმა პირებმა ქრთამი მისცეს ყირგიზეთის მაშინდელ პრეზიდენტს, ყურმანბეკ ბაკიევს, რათა ბოლო მოღებოდა მანასის სამხედრო ბაზაზე ამერიკელების ყოფნას. ამ შინაარსის განცხადება მაკფოლმა გააკეთა 25 მაისს, მოსკოვის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში გამოსვლისას და იქვე აღნიშნა, რომ საპასუხოდ ბაკიევს ამერიკელებმაც შესთავაზეს ქრთამი - ოღონდ გაცილებით ნაკლები. მოგვიანებით მაიკლ მაკფოლმა შეარბილა ეს გამონათქვამი და განაცხადა, რომ ყირგიზეთს ეკონომიკური დახმარება შესთავაზეს. ყირგიზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი აცხადებს, რომ შეეცდება მანასის სამხედრო ბაზის დახურვას, როცა ამერიკელებს 2014 წელს ამოეწურებათ ამ ობიექტით სარგებლობის ვადა.
XS
SM
MD
LG