Accessibility links

"ინფო 9" ტყიბულში თავისი თანამშრომლის ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს


საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" ტყიბულში თავისი თანამშრომლის, ელგუჯა ობოლაძის ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დილით ტყიბულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სოსლან ვახტანგაძემ ელგუჯა ობოლაძეს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდე, 7 ივნისს ტყიბულში კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გამართული შეხვედრის დროს ვახტანგაძე ობოლაძეს დაემუქრა ანგარიშსწორებით და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევას თვითმხილვევლები ჰყავს. სააგენტო "ინფო 9" სამართალდამცავებს ფაქტის გამოძიებისა და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი ელგუჯა ობოლაძეს მომხდარის გამოძიებისა და სიმართლის დადგენის მიზნით პოლიციისთვის მიმართვას ურჩევს. ”ნებისმიერი ძალადობა დაგმობას იმსახურებს და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ობოლაძისა და ვახტანგაძის შელაპარკება ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება”, - განუცხადა სააგენტო პირWელს კუბლაშვილმა. მისივე თქმით, ვითარების გარკვევის მიხედვით შესაძლოა, ვახტანგაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
XS
SM
MD
LG