Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ”ქართული ოცნების” აქტივისტებს


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ”ქართული ოცნების” აქტივისტებს მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ამომრჩევლის მოსყიდვაში. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების და პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის შუამდგომლობა პირადი თავდებობის შესახებ. ადვოკატების ინფორმაციით, მესხი, ამაშუკელი და ამბროლაძე თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. 7 ივნისს პარტიამ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განმარტა, რომ წესდების მოთხოვნების უხეშად დარღვევის გამო, პოლიციის მიერ ბრალდებული ახალგაზრდები პოლიტიკურმა საბჭომ პარტიიდან გარიცხა, თუმცა, მათ დაპატიმრებას პროტესტს უცხადებს.
XS
SM
MD
LG