Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ვერ დაიყოლია რუსეთი სირიის საკითხში პოზიციის შეცვლაზე


შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო რუსეთის დაყოლიება სირიის კრიზისთან დაკავშირებით პოზიციის შეცვალზე. სირიის საკითხში ვაშინგტონის წარგზავნილის, ფრედერიკ ჰოფისა და მაღალი რანგის რუსი დიპლომატების მოლაპარაკების შემდეგ, კრემლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორივე მხარე საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას კოფი ანანის სამშვიდობო გეგმისათვის. ამ საკითხში ერთსულოვნება იმაზე ნაკლებია, რისი მიღწევაც სურდა შეერთებულ შტატებს - მიზანი იყო რუსეთის მხარდაჭერის მოპოვება სირიაში კრიზისის მოგვარების სტრატეგიისათვის, რომელიც, ვაშინგტონის მოთხოვნით, უნდა ითვალისწინებდეს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადადგომას. პარასკევს გერმანიამაც მოუწოდა რუსეთს, რომ მხარი დაუჭიროს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს უფრო მკაცრ სანქციებს.
XS
SM
MD
LG