Accessibility links

logo-print

სირიელი აქტივისტების ცნობით, აფეთქებებმა შვიდი ადამიანი შეიწირა


სირიელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა დამასკში და ქალაქ იდლიბში მომხდარი აფეთქებების შედეგად. აქტივისტები იუწყებიან ჰომსის პროვინციაში სირიის ჯარებსა და ოპოზიციონერ მეამბოხეებს შორის შეტაკებების შესახებაც. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამასობაში გაეროს მეთვალყურეები ჩავიდნენ ჰომსის პროვინციის იმ რაიონში, საიდანაც მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია 80-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ბავშვების დახოცვის შესახებ. სირიაზე საუბრისას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა, ჰიჩამ ჰასანმა განაცხადა, რომ ვითარება „უკიდურესად დაძაბულია“ მრავალ რეგიონში, მათ შორის ჰამაში. „ჩვენ რეგულარულად ვიღებთ ცნობებს ხალხისაგან, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად მიუწვდება ხელი ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე და ეს აძნელებს სამედიცინო დახმარების მიღებას, საკვების მიღებას, როგორც უკვე ვთქვი, პურის ჩათვლით,“ - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესმდივანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენცაზე.
XS
SM
MD
LG