Accessibility links

პუტინმა ხელი მოაწერა სადავო კანონს საპროტესტო აქციების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მკვეთრად ზრდის ჯარიმებს არასანქცირებულ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ - ფედერაციის საბჭომ - ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რის შემდეგაც ის პრეზიდენტს გადაეცა ხელმოსაწერად. უფლებადამცველებმა ამაოდ მოუწოდეს პუტინს, ვეტო დაედო კანონისათვის. ამჟამად ოპოზიციონერები 12 ივნისისთვის ამზადებენ მასშტაბურ აქციას მოსკოვში. ახალი კანონით, არასანქცირებულ გამოსვლაში მონაწილეს ემუქრება 300 000-მდე რუბლით (9150 დოლარით) დაჯარიმება. სახელმწიფო მოხელისთვის, ასეთი დარღვევის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს დაახლოებით ორჯერ მეტ ჯარიმას.
XS
SM
MD
LG