Accessibility links

logo-print

ვარშავაში გაიხსნა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი


ვარშავაში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც პოლონეთთან ერთად უკრაინა მასპინძლობს. პირველ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პოლონეთისა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები. ტურნირი 1 ივლისს დასრულდება ფინალური მატჩით კიევში. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ განაცხადა, რომ შეიტყო რასისტული გამოხდომების შესახებ, რომლებიც მოხდა პოლონეთში, ნიდერლანდის გუნდის საწვრთნელი ვარჯიშის დროს. უეფა-ს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ნიდერლანდის ეროვნულ ნაკრებს არ შეუტანია ოფიციალური საჩივარი რასისტულ გამოხდომებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG