Accessibility links

logo-print

ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს


ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსისა" და ტელეკომპანია „მაესტროს“ შიდა ქართლის რეგიონული კორესპონდენტის, ია თინიკაშვილის ავტომანქანას 8 ივნისს საღამოს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც გორიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური იტყობინება, ია თინიკაშვილი სოფელ ახრისიდან ორ მეგობარ გოგონასთან ერთად გადაღებიდან გორში ბრუნდებოდა, როდესაც მის ავტომანქანას რამდენიმე ტყვია ესროლეს. თანმხლებთა ინფორმაციით, სროლის შედეგად ჩამსხვრეულია ავტომანქანის უკანა შუშები, თავად ია თინიკაშვილი და მისი თანმხლები პირები კი არ დაშავებულან. თუ რა გახდა ჟურნალისტის მანქანაზე თავდასხმის ფაქტი, უცნობია. გოგა აფციაური თქმით, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.
XS
SM
MD
LG