Accessibility links

სირიელი აქტივისტების ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა ქალაქ დარაში


სირიელი აქტივისტების ცნობით, მთავრობის ჯარებმა შაბათს დაბომბეს სამხრეთში მდებარე ქალაქი დარა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 15 ადამიანი. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება ათობით დაჭრილის შესახებაც. გასული წლის მარტში სწორედ დარაში დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელ ინიცდენტამდე, მსოფლიოში აღშფოთება გამოიწვია ოთხშაბათს სამოქალაქო პირების დახოცვამ სოფელ მასრათ ალ-ყუბეირში. გაეროს მეთვალყურეები, რომლებმაც პარასკევს დაათვალიერეს სოფელი, ამბობენ, რომ ნახეს კედლებზე სისხლი და დანაშაულის სხვა კვალი, მაგრამ არ გააჩნიათ მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოკლულია მართლაც 80-მდე ადამიანი. ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მმართველი რეჟიმის მომხრე გასამხედროებულ ჯგუფს და ჯარისკაცებს, მაგრამ მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG