Accessibility links

logo-print

საფრანგეთი ადასტურებს ავღანეთში მისი ოთხი ჯარისკაცის დაღუპვას


საფრანგეთი ადასტურებს, რომ მისი კონტინგენტის წევრები იყვნენ უცხოელი ჯარისკაცები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ ავღანეთში დაიღუპნენ მეამბოხეების თავდასხმის შედეგად. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კაპისის პროვინციაში იერიშის შედეგად არიან დაჭრილებიც - ხუთი ჯარისკაცი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. თალიბანმა იკისრა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა. საფრანგეთს გადაწყვეტილი აქვს ავღანეთიდან საბრძოლო შენაერთების გაყვანის დაჩქარება. მიმდინარე წლის ბოლომდე ავღანეთს დატოვებს 2000 ფრანგი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG