Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ესპანეთზე მსჯელობენ


ევროზონის ფინანსთა მინისტრები დღეს მართავენ ტელეკონფერენციას ესპანეთში საბანკო სექტორის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ესპანეთმა შესაძლოა, ფინანსური დახმარება ითხოვოს ბანკების პრობლემის მოსაგვარებლად. ტელეკონფერენციას წინ უძღვის მოსამზადებელი მოლაპარაკებები, რომლებშიც მონაწილეობენ ევროზონის ფინანსთა სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ესპანეთის ბანკებს სჭირდებათ ახალი კაპიტალი - 40 მილიარდამდე ევრო. გუშინ საერთაშორისოი სავალუტო ფონდმა მოუწოდა ევროპის ლიდეებს, სწრაფად იმოქმედონ ბანკების გამოსაჯანსაღებლად, რათა დაიძლიოს კრიზისის ევროზონაში.
XS
SM
MD
LG