Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მზარდ შეშფოთებას იწვევს სირიის კრიზისი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვში მზარდ შეშფოთებას იწვევს სირიის კონფლიქტი, მაგრამ რუსეთი კვლავინდებურად ეწინააღმდეგება სირიაში უცხოეთიდან ინტერვენციას. ამასთან, ლავროვმა შაბათს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ რუსეთი არ შეეწინააღმდეგება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, თუ ამას თვით სირიელები გადაწყვეტენ. რუსეთი მოითხოვს სირიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, რის ფონსაც ქმნის სამოქალაქო პირების დახოცვის გამო მთელს მსოფლიოში გამოთქმული აღშფოთება. პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი შეხვდა სირიის საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელს, კოფი ანანს სირიაში სისხლისღვრისთვის ბოლოს მოღების გეგმაზე მოსალაპარაკებლად. სირიელმა ოპოზიციონერებმა შაბათს გაავრცელეს ცნობა, რომ ქალაქ დარაში, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა ქალაქისათვის ჭურვების დაშენის შედეგად.
XS
SM
MD
LG