Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ტრაპიზონის დეკლარაციას


საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც, ცნობების თანახმად, ეხება თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დეკლარაციაში ასახულია საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი, მათ შორის, მინისტრის თქმით, „ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ეს ფორმატი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული - ფორმატი მიმართულია ჩვენი ქვეყნების ნაციონალური ინტერესების დასაცავად და ჩვენი სტრატეგიული კავშირის გასაღრმავებლად“, - განაცხადა ვაშაძემ, რომელმაც ტრაპიზონში გამართულ შეხვედრაზე თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ახმეტ დავუთოღლუსთან და ელმარ მამადიაროვთან ერთად გააფორმა დეკლარაცია.
XS
SM
MD
LG