Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უკრაინის გუნდი დაამარცხა


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში შაბათს გამართულ მატჩში დაამარცხა უკრაინის ეროვნული გუნდი ანგარიშით 33:3, რის შედეგადაც ისევ გაიმარჯვა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში. უკრაინის ნაკრებთან შეხვედრა ამ გათამაშების ბოლო მატჩი იყო. საქართველოს გუნდი უკვე მეხუთედ გახდა ევროპის ერთა თასის მფლობელი. ქართველი მორაგბეები 10 ივნისს მიემგზავრებიან ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ორ ტესტ-მატჩს გამართავენ აშშ-ისა და კანადის გუნდებთან.
XS
SM
MD
LG