ესპანეთის ეკონომიკის მინისტრის, ლუის დე გუინდოსის განცხადებით, ესპანეთი თავისი ბანკებისთვის ითხოვს ევროპელი პარტნიორების ფინანსურ დახმარებას. დე გუინდოსმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ევროზონის მინისტრებთან საგანგებო მოლაპარაკების შემდეგ. მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ დახმარების მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 მილიარდი ევრო (დაახლოებით, 125 მილიარდი დოლარი). ამასობაში, ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ადასტურებენ, რომ ესპანეთს, მისი ბანკების დახმარების შესახებ თხოვნის საპასუხოდ, სთავაზობენ 100 მილიარდ ევროს. დე გუინდოსის თქმით, შეთანხმება უკავშირდება გარკვეული პირობების შესრულებას ესპანეთის მხოლოდ საბანკო სექტორის მიერ. ესპანეთის მთავრობას არ სურს, მოითხოვოს იმავე სახის დახმარება, როგორსაც იღებენ საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია.
ყველაზე პოპულარული
1