Accessibility links

logo-print

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


საფრანგეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგიც გაარკვევს, ექნება თუ არა საფრანგეთის ახალ, სოციალისტ პრეზიდენტს ამომრჩევლის მხარდაჭერა დაპირებული ცვლილებების განსახორციელებლად - შეძლებულებისათვის გადასახადების გასაზრდელად და საშუალო კლასისთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ფრანსუა ოლანდმა გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ნიკოლა სარკოზი, მაგრამ პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობა კონსერვატიულ ძალებს აქვთ. დღევანდელი არჩევნები, რომლებსაც ერთ კვირაში მოჰყვება კენჭისყრის მეორე ტური, ასევე აჩვენებს, რა გავლენა ექნებათ ულტრამემარჯვენეებს იმიგრაციის საკითხში საფრანგეთის პოლიტიკის ფორმირებისას. ახალი მოწვევის პარლამენტი ხუთი წელი იმუშავებს, რაც ემთხვევა ჰოლანდის პრეზიდენტობის ხუთწლიან ვადას. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, სოციალისტებმა შესაძლოა, მწვანეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად შეძლონ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება.
XS
SM
MD
LG