Accessibility links

logo-print

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა მომცრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას


უკრაინიდან გავრცელებული ცნობებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა კიევის მახლობლად მომცრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა პარაშუტით გადახტომის მსურველი 16 პირი და ეკიპაჟის ორი წევრი. მაგრამ გადახტომის გეგმა გაუქმდა უამინდობის - ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, რის შემდეგაც თვითმფრინავმა დასაფრენ ბილიკზე დაშვება სცადა. თვითმფრინავი ეკუთვნოდა საავიაციო სასწავლებელს ბოროდიანკის აეროპორტში, რომელიც კიევის დასავლეთით 30-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG