Accessibility links

რუსეთის წარმომადგენელმა ვარშავაში ყვავილებით შეამკო სმოლენსკთან დაღუპულთა მემორიალი


რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ, სერგეი ფურსენკომ ვარშავაში პატივი მიაგო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მასთან ერთად 2010 წლის ავიაკატასტროფაში დაღუპული 95 ადამიანის ხსოვნას. ფურსენკომ ყვავილების გვირგვინით შეამკო სმოლენსკთან დაღუპულების მემორიალი. 8 ივნისიდან პოლონეთი უკრაინასთან ერთად მასპინძლობს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. ფურსენკოს ჟესტი მოჰყვა ევროპის საფეხბურთო ფედერაციის (უეფა-ს) განცხადებას, რომ იწყება გამოძიება 8 ივნისს ვროცლავში, რუსეთ-ჩეხეთის მატჩის დღეს რუსი გულშემატკივრების ძალადობასთან და რასისტულ შეძახილებთან დაკავშირებით. ვიდეოზეა აღბეჭდილი, როგორ ესხმიან თავს რუსი გულშემატკივრები საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს. აღრიცხულია აგრეთვე რასისტული შეძახილები ჩეხეთის ნაკრების შავკანიანი ფეხბურთელის მიმართ.რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია შესაძლოა, დააჯარიმონ.
XS
SM
MD
LG