Accessibility links

logo-print

დადებითი გამოხმაურება ახლავს ესპანეთის ბანკებისთვის დახმარების მიწოდებას


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ევროზონის წევრების გადაწყვეტილებას ესპანეთის ბანკებისათვის ფინანსური დახმარების მიწოდების შესახებ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და „დიდი შვიდეულის“ წევრებმა შეაქეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის საბანკო სექტორისათვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას. ეს გეგმა, ოფიციალური პირების შეფასებით, ხელს უწყობს ევროზონაში ფისკალური კავშირების განმტკიცებას და კრიზისის გაფართოების აღკვეთას. ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა ლუის დე გუინდოსმა შაბათს ოფიციალურად ითხოვა ფინანსური დახმარება საბანკო სექტორისათვის და ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ განაცხადა, რომ დახმარების სანაცვლოდ ესპანეთს არ მოუწევს მომჭირნეობის მკაცრი ზომების მიღება, საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიისაგან განსხვავებით.
XS
SM
MD
LG