Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში თავდასხმა მოეწყო ორ ეკლესიაზე


ნიგერიიდან გავრცელებული ცნობებით, კვირას ექსტრემისტები თავს დაესხნენ ორ ეკლესიას, მოკლეს და დაჭრეს რამდენიმე მლოცველი. ბორნოს შტატის ქალაქ ბიუში სროლა დაიწყო ხუთმა მოიერიშემ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ცენტრალური ნიგერიის ქალაქ ჯოსში კი ეკლესიაში მოაწყო აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. იუწყებიან მრავალი დაჭრილის შესახებ. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია დაღუპულებზე, არავის უკისრია იერიშებზე პასუხისმგებლობა. მაგრამ ცნობილია, რომ ნიგერიაში ეკლესიებზე არაერთი თავდასხმა აქვს მოწყობილი ისლამისტების ჯგუფ "ბოკო ჰარამს", რომელიც მიზნად ასახელებს ხალიფატის აღდგენას ჩრდილოეთ ნიგერიაში.
XS
SM
MD
LG