Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ცნობების თანახმად, კვირას ძლიერი მიწისძვრა მოხდა სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში. ცნობების თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,1 იყო. კანდილის ობსერვატორიის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა ეგეოსის ზღვისპირა ტურისტული რეგიონის სანაპიროსთან. თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა მიწისძვრით გამოწვეული პანიკის დრო. დაშავებულების რაოდენობა არ დაუზუსტებიათ, არც მსხვერპლზეა საუბარი.
XS
SM
MD
LG