Accessibility links

logo-print

ლიბიაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 16 ადამიანი


ლიბიელი ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთში მდებარე ქალაქ კუფრაში ზედიზედ მეორე დღეს მოხდა შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და ადგილობრივი თემის მეომრებს შორის. ძალადობის შედეგად დაღუპულია, სულ ცოტა, 16 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. იუწყებიან აგრეთვე, რომ ლიბიაში ჩავიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია, რომელიც ცდილობს გაათავისუფლებინოს ამავე სასამართლოს ოთხი წარმომადგენელი, დაკავებული მას შემდეგ, რაც მათ ლიბიის ციხეში მოინახულეს ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი. ლიბიელი ოფიციალური პირის განმარტებით, დაკავებული უცხოელებიდან ერთ-ერთი, ავსტრალიელი ადვოკატი მელინდა ტეილორი ჯაშუშობაში არის ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG