Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს აფრთხილებს


რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე მყოფი რუსი გულშემატკივრები გააფრთხილა, რომ მათმა აგრესიულმა ქმედებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინოს რუსეთის ნაკრებს. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროპის საფხებურთო ფედერაციამ (უეფა-მ) დაიწყო გამოძიება 8 ივნისს პოლონეთში რუსი გულშემატკივრების ძალადობასთან და რასისტულ გამოხდომებთან დაკავშირებით. ვიდეოზეა აღბეჭდილი, როგორ ესხმიან თავს ვროცლავში, რუსეთ-ჩეხეთის მატჩზე მყოფი რუსი გულშემატკივრები სტადიონის მომსახურე პერსონალს. დაფიქსირებულია აგრეთვე რასისტული შეძახილები ჩეხეთის ნაკრების შავკანიანი ფეხბურთელის მიმართ. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ, სერგეი ფურსენკომ ვარშავაში პატივი მიაგო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მასთან ერთად რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 2010 წლის ავიაკატასტროფაში დაღუპული 95 ადამიანის ხსოვნას. ფურსენკომ ყვავილების გვირგვინით შეამკო ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალი.
XS
SM
MD
LG