Accessibility links

logo-print

ნავალნის, სობჩაკის და ნემცოვის სახლებს ჩხრეკენ


რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერმა თავად გაავრცელა, ”ტვიტერის” მეშვეობით. ”ფეისბუკით” გავრცელდა ცნობა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის სახლშიც. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ბორის ნემცოვის სახლშიც იყო მისული. მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დააკავებს ყველას, ვისაც კავშირი აქვს ბალოტნაიას მოედანზე მომხდარ არეულობებთან.
XS
SM
MD
LG