Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა


თბილისში დღეს ჩამოვიდა ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ის ნატოს კვირეულში მიირებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს დედაქალაქში დღეს იხსნება. პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჯეიმს აპატურაი ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან ჩაატარებს, რის შემდეგაც გიორგი ბარამიძე და ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებია.
XS
SM
MD
LG