Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება” კმაყოფილია ქუთაისში გამართული აქციის მასშტაბით


კოალიცია "ქართული ოცნება” ქუთაისში 10 ივნისს გამართული აქციის მასშტაბით კმაყოფილია და მის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მან ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს, რომელთა მუშაობა ქუთაისის აქციისას შეფერხებული იყო და პირობა დადო, რომ 17 ივნისს ოზურგეთში დაგეგმილი აქცია უკეთ ორგანიზებული იქნება. ფანჯიკიძის განმარტებით, ოზურგეთში ”ქართული ოცნების” აქციის ადგილი ჯერ საბოლოოდ არ შერჩეულა და ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG