Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი ბარამიძემ ნატოს კვირეული გახსნეს


საქართველოს დემოკრატიისთვის მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი და გამოცდა იქნება - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა თბილისში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. აპატურაის თქმით, საქართველოს წლების განმავლობაში შეაქვს დიდი წვლილი ნატოს საქმიანობაში. ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებულად აღნიშნა ავღანეთის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა და მწუხარება გამოთქვა მისიის შესრულებისას 16 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. "საქართველო არა მხოლოდ ისწრაფვის, არამედ შესაბამისად მოქმედებს იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს, რაც ჩიკაგოს სამიტზეც დადასტურდა”, - განაცხადა აპატურაიმ. დღესვე ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი ბარამიძემ თბილისში გახსნეს ნატოს კვირეული.
XS
SM
MD
LG