Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა და ეს თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გოცირიძემ 11 ივნისს მიიღო კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვის შედეგად. კონტროლის პალატა ამტკიცებდა, რომ საარჩევნო მიზნებისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ კომპანია "გლობალ კონსალტინგ გრუპის" რესურსის გამოყენებით მოხდა მოსახლეობისთვის ათობით ათასი სატელიტური ანტენის უსასყიდლოდ დარიგება. კონტროლის პალატის შეფასებითვე, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა 12 მილიონ 622 ათასი ლარის შემოწირულობა, რაც დღეს სასამართლომაც გაიზიარა და "ქართული ოცნების" ლიდერი თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა მოსამართლის გადაწყვეტილებას სრულიად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ საქართველოში ყველა ინსტანციის შემდეგ, სტარსბურგის სასამართლოს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG