Accessibility links

logo-print

საფონდო ბირჟები ესპანეთის მიერ დახმარების მიღებაზე რეაგირებენ


ევროპისა და აზიის საფონდო ბირჟებზე - ისევე, როგორც ნავთობის ფასზე და ევროს მიმართებაზე ამერიკულ დოლართან - ზრდით აისახა განცხადება, რომ ესპანეთი თავისი ბანკების დასახმარებლად 100 მილიარდ ევროს მიიღებს. ეს პირველი რეაქციებია მას შემდეგ, რაც ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა გამოაცხადეს, რომ ესპანეთს დახმარების შეთავაზებით მიმართეს. მკვეთრად მოიმატა ევროპის საფონდო ბირჟების მაჩვენებლებმა. მადრიდის ინდექსი თითქმის 6 პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG