Accessibility links

logo-print

შევჩენკოს ორმა გოლმა უკრაინას გამარჯვება მოუტანა


კიევში გამართულ მატჩში ანდრეი შევჩენკოს ორი გოლის წყალობით უკრაინის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 სძლია შვედეთის ეროვნულ გუნდს და პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე. შევჩენკომ ორივე გოლი თავით გაიტანა. შვედეთის ნაკრებმა მასპინძლებს მხოლოდ ზლატან იბრაგიმოვიჩის მიერ გატანილი გოლით უპასუხა. დღესვე დონეცკში „დ“ ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. მატჩი დამთავრდა ფრედ 1:1.
XS
SM
MD
LG