Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქცია


მოსკოვში იმართება მრავალათასიანი დემონსტრაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად და სამართლიანი არჩევნების მოსათხოვად. პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე მისულია 10 000-მდე ადამიანი, ორგანიზატორები კი 20 000-ზე საუბრობენ. აქციას სავარაუდოდ, ვერ დაესწრება ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა 6 მაისის საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებთან დაკავშირებით. ხოლო გუშინ პოლიციამ რეიდები მოაწყო რამდენიმე წამყვანი ოპოზიციონერის, მათ შორის ილია იაშინის, სერგეი უდალცოვის, ბლოგერ ალექსეი ნავალნის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის ბინებში. პოლიცია აცხადებს, რომ მილიონი ევროს შესატყვისი უცხოური ვალუტა იქნა კონფისცირებული იაშინისა და სობჩაკის ბინების ჩხრეკის შედეგად.
XS
SM
MD
LG