Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სირიასაც მიაკუთვნებს ქვეყნებს, სადაც კონფლიქტში ბავშვებს იყენებენ და კლავენ


გაერომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი შეიყვანა მთავრობების სიაში, რომლებიც მებრძოლებად იყვანენ, აწამებენ და კლავენ ბავშვებს. გაეროს ახალი ანგარიშით, სირიაში ბავშვები, რომელთა ასაკიც ზოგ შემთხვევაში ცხრა წელი იყო, ხდებოდნენ უკანონოდ დაპატიმრების, წამების, სქესობრივი ძალადობისა და მკვლელობის მსხვერპლი. ანგარიში ეფუძნება სირიაში გაეროს მეთვალყურეების ბავშვებთან და ყოფილ ჯარისკაცებთან საუბრების დროს მიღებულ ინფორმაციას. გაეროს ცნობით, მცირეწლოვნებს იყენებდნენ ცოცხალ ფარად სირიის არმიის ტანკებისათვის, ოპოზიციონერებთან ბრძოლაში. ანგარიშში აღწერილია აგრეთვე ბავშვები წამების შედეგად დარჩენილი ნაიარევებით. გაკრიტიკებული არიან ოპოზიციონერი მეომრებიც ბრძოლის დროს ბავშვების წყალზე, ან წამლებზე გაგზავნის გამო.
XS
SM
MD
LG