Accessibility links

დიმიტრი შაშკინი დარწმუნებულია, რომ გამოცდები უმაღლეს დონეზე ჩაივლის


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები მაღალ დონეზე არ ჩატარდება, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამასთან, დიმიტრი შაშკინი დარწმუნებულია, რომ გამოცდები უმაღლეს დონეზე ჩაივლის. "ამის გარანტია სამინისტროა!" - განაცხადა ჟურნალისტებათან დღევანდელი შეხვედრისას შაშკინმა. მისივე თქმით, ”სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანას მართავენ ადამიანები და არა ინსტიტუციები.”
XS
SM
MD
LG