Accessibility links

logo-print

ვარშავაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს პოლონეთ-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით


ვარშავაში უსაფრთხოების დამატებითი ზომებით ემზადებიან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი მატჩისთვის პოლონეთისა და რუსეთის ეროვნულ გუნდებს შორის. ჩემპიონატის მასპინძელი ორგანიზაციის მონაცემებით, მატჩის ბილეთები აქვს 9800-მდე რუს და 29 300-მდე პოლონელ გულშემატკივარს. პოლიციას არ დაუკონკრეტებია, რამდენი სამართალდამცველი მუშობს, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო არეულობა მატჩის დროს.პოლონეთსა და რუსეთს აკავშირებს მრავალსაუკუნიანი რთული ისტორია, რომლის ბოლო პრობლემურ ნაწილადაც ითვლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური დომინირება.
XS
SM
MD
LG