Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში გამოჩნდნენ ნგრევის მოციქულები


საქართველოში რადიკალების პირველი სამიზნე და პირველი დასანგრევი ობიექტი შუშის ხიდია - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა გურჯაანის იუსტიციის სახლის გახსნისას. სააკაშვილის თქმით, საქართველოში ნგრევის მსურველებს სურთ პარლამენტის მოსპობაც ქუთაისში და მათი მესამე სამიზნე იუსტიციის სახლებია. ”ამასწინათ, პარლამენტის უკანა, დამხმარე შენობაში ჩამოიშალა ხარაჩო, სამწუხაროდ, ერთი მუშა დაგვეღუპა და ვიძიებთ, რა მოხდა ზუსტად, მაგრამ გამაოგნა იმან, რომ ჟურნალისტების და პოლიტიკოსების რაღაც ჯგუფებმა ჟრიამული და ხორხოცი ატეხეს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოში გამოჩნდნენ ”ნგრევის მოციქულები,” რომელთა იმედის გასაცრუებლად შენება გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი გურჯაანში სტუდენტებსაც შეხვდა და მათ სტუდენტური ბარათები გადასცა.
XS
SM
MD
LG