Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ეძებენ ორი მიწისძვრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებს


ავღანეთში მაშველები ეძებენ 80-მდე ადამიანს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან მას შემდეგ, რაც მეწყერი მოჰყვა ორ მიწისძვრას ჩრდილოეთ ავღანეთში. ბაღლანის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, მეწყერმა დაფარა 22 სახლი. სამშაბათს შუადღეს ნაპოვნი იყო ორი ქალის გვამები, 20 ადამიანი კი საავადმყოფოში მოათავსეს. რეგიონში ორშაბათს მოხდა მიწისძვრები, რომელთა სიმძლავრეც ხუთს აღემატებოდა და რომლებმაც მეწყრები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG