Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პარლამენტმა იმუნიტეტი მიანიჭა პრეზიდენტს და მის მეუღლეს


აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს მიანიჭა სამუდამო იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისაგან - იმუნიტეტი ვრცელდება პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე. ოპონენტებს ხშირად დაუდანაშაულებიათ ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი სიმდიდრის მოსახვეჭად თანამდებობით სარგებლობაში. რაც შეეხება აზერბაიჯანის ყოფილ პრეზიდენტებს, მათგან ცოცხალია მხოლოდ ერთი - აიაზ მუტალიბოვი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მას აზერბაიჯანში რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული. იმუნიტეტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება გზას უხსნის აზერბაიჯანში მის დაბრუნებას. ახალ კანონს მისი ინიციატორი, პარლამენტრი ალი ჰუსეინოვი მიიჩნევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კომპონენტად.
XS
SM
MD
LG