Accessibility links

კარზაი: ნატოს აეკრძალა ავღანეთში საცხოვრებელ სახლებზე საჰაერო თავდასხმების მოწყობა


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს აღარა აქვთ უფლება, საჰაერო რეიდები მოაწყონ ავღანელების სახლებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეიდი ავღანელებისა და უცხოელი ჯარისკაცების დაცვას ემსახურება. კარზაიმ სამშაბათს განაცხადა, რომ შესაბამის შეთანხმებას მიაღწია ავღანეთში ნატოსა და აშშ-ის ჯარების სარდალთან, გენერალ ჯონ ალენთან მოლაპარაკებაზე, რომელიც მოჰყვა გასული კვირის ინციდენტს - საჰაერო დარტყმის შედეგად 18 სამოქალაქო პირის დახოცვას ლოგარის პროვინციაში. მაგრამ ნატო, როგორც ჩანს, ოდნავ განსხვავებულად აფასებს ავღანეთის პრეზიდენტთან მიღწეულ შეთანხმებას. კოალიცია, მისი თქმით, დათანხმდა საცხოვრებელ სახლებზე საჰაერო დარტყმების შეზღუდვას, თუმცა ნატოს თვითმფრინავები კვლავაც გაუხსნიან ცეცხლს ექსტრემისტებს შენობებთან და შენობებში უცხოელი ჯარისკაცების დასაცავად. სამოქალაქო პირვებში მსხვერპლის გამო ავღანეთში მატულობს ნატოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.
XS
SM
MD
LG