Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში თავს დაესხნენ გაეროს მეთვალყურეებს


გაეროს თანახმად, მისი სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქ ალ-ჰაფაში შეეღწიათ, თავს დაესხა განრისხებული ადამიანების ჯგუფი და მათ მანაქანას ქვები და ლითონის საგნები დაუშინა. მოგვიანებით მანქანებს ესროლეს კიდეც. გაეროს წარმომადგენლები არ დაშავებულან. ქალაქი ალ-ჰაფა იმ არეალშია, საიდანაც პრეზიდენტის ოჯახია. გაეროს სამშვიდობო მისიის თანახმად, სირიაში სრული სამოქალაქო ომია, როცა მთავრობის ძალები ცდილობენ დაიბრუნონ არეალები, რომლებიც მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG