Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა


ერაყში, შიიტ მომლოცვლებსა და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმების სერიის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ბაღდადში, მომლოცველების შეკრების ადგილებში ოთხი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი მოკვდა. ქალაქ ჰილაში კი ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა რესტორნების ახლოს, სადაც პოლიციის თანამშრომლები დადიან ხოლმე. 22 ადამიანი მოკვდა, 28 კი დაიჭრა. კიდევ 4 ადამიანი შიიტებით დასახლებულ ქალაქ ბალადში დაიღუპა, ორი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG