Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში 200-მდე პირი დააკავეს ფეხბურთის გულშემატკივრების შეტაკებისას


პოლონელი ოფიციალური პირების განცხადებით, პოლიციამ ვარშავაში დააკავა 184 ადამიანი, უმეტესწილად პოლონელები, ფეხბურთის პოლონელი და რუსი გულშემატკივრების დაპირისპირებისას. დაპირისპირება მოხდა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გუშინდელი მატჩის დაწყებამდე და მატჩის დასრულების შემდეგ. დღეს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები, აგრეთვე პოლონეთის, რუსეთის, შეერთებული შტატების, გერმანიისა და პაკისტანის მოქალაქეები. პოლონეთის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, არეულობის ამსახველი ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, მეტ ეჭვმიტანილს დააკავებენ. პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა დაპირისპირებულთა დასაშლელად. პოლონეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1.
XS
SM
MD
LG