Accessibility links

logo-print

ნატო იმედოვნებს, რომ პაკისტანი მალე გახსნის ავღანეთის მარშრუტებს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იმედოვნებს, რომ „არცთუ შორეულ მომავალში“ ისევ გაიხსნება პაკისტანზე გამავალი მარშრუტები ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებლად. რასმუსენის ეს განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტისას, მოჰყვა პაკისტანთან შეერთებული შტატების მოლაპარაკებას სატრანზიტო გზების გახსნის საკითხზე. მაგრამ მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. პაკისტანს ავღანეთთან დაკავშირებული მარშრუტები ჩაკეტილი აქვს მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად. რასმუსენმა დღეს პირობა დადო, რომ ნატო ავღანეთში არ დატოვებს „უსაფრთხოების ვაკუუმს“ 2014 წლის ბოლოს საერთაშორისო ძალების 130 000-მდე ჯარისკაცის გაყვანის შემდეგ.
XS
SM
MD
LG