Accessibility links

შსს ადასტურებს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას


საქართველოს შსს ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების შესახებ „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების გამო მისმა ნათესავებმა პოლიციას მიმართეს და ამჟამად ძებნა მიმდინარეობს. მაისის ბოლოს, დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების გამო, მამუკა ჯიბლაძემ სხვა თანამშრომლებთან ერთად დატოვა გამოცდების ეროვნული ცენტრი.
XS
SM
MD
LG