Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ 2007 წლის მარტში შეტანილი სარჩელი ეთნიკური ქართველების დეპორტაციის შესახებ. თბილისს სურს, რომ მოსკოვმა აანაზღაუროს მატერიალური და მორალური ზარალი 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ქართველის უფლებათა დარღვევისთვის. "უნდა დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნის, მათი დეპორტაციის და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის” - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება. მისივე განმარტებით, საქართველო ასევე ითხოვს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდას ყველა დაზარალებული პირისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვე აქვს.
XS
SM
MD
LG