Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 60-ზე მეტი ადამიანი შეიწირა შიიტების წინააღმდეგ ძალადობამ


ერაყში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა, როგორც ჩანს, შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ ძალადობის შედეგად. ბაღდადში დღეს დილას მოეწყო, სულ ცოტა, ოთხი აფეთქება, როცა შიიტები იკრიბებოდნენ რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ბალადიდან, ისევე როგორც ცენტრალური ერაყის ქალაქ ჰილიდან, იქაც დღესასწაულთან დაკავშირებით შიიტების შეკრებისას. შიიტებზე იერიშებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის შესახებ განცხადება ბევრჯერ გაუკეთებიათ ალ-ყაიდის სუნიტ ექსტრემისტებს. ერაყში შიიტები შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას და ისინი აკონტროლებენ მთავრობას.
XS
SM
MD
LG