Accessibility links

logo-print

რუსეთი აშშ-ს ადანაშაულებს სირიაში ოპოზიციის შეიარაღებაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონს ბრალად სდებს, რომ ის სირიელ ოპოზიციონერებს იარაღს აწვდის მთავრობის ჯარებთან საბრძოლველად. ლავროვი ამ ბრალდებით გამოვიდა ირანში, სადაც დღეს დაიწყო ვიზიტი ირანელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორის არის სირიაში დაპირისპირების გამწვავებაც. სამშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთი დაადანაშაულა სირიაში ძალადობის გამწვავებაში - პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის მძიმე შეიარაღების მიწოდებით. კლინტონმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ მოსკოვი სირიას აწვდის მოიერიშე ვერტმფრენებსაც. გაეროს სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელის, ერვე ლადსუსის შეფასებით, სირიაში სამოქალაქო ომია და მთავრობის ჯარები ცდილობენ, აღადგინონ კონტროლი რეგიონებზე, რომლებიც მეამბოხეებმა დაიპყრეს. სირიის საგარეო უწყება უარყოფს ამ შეფასებას. მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარეობს „შეიარაღებული კონფლიქტი ტერორიზმის“ წინააღმდეგ და არა სამოქალაქო ომი.
XS
SM
MD
LG